Hot line:+995 591 90 90 05

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დღეს სოფელ დიმში, საიმედოსა და ვარციხეში გაიმართა

17 February, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში დღეიდან საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა დაიწყო. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს სოფელ დიმში, საიმედოსა და ვარციხეში გაიმართა. სოფელ დიმის მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად გარე განათებების მოწესრიგება დაასახელა, სამუშაოებისთვის 20 000 ლარი გამოიყოფა. სოფელ საიმედოს მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით სანიაღვრეები და ხიდბოგირი მოეწყობა, რომლისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ვარციხეში მოსახლეობის ინიციატივით გარე განათების ლამპიონები განთავსდება და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიზე ბავშვებისთვის ატრაქციონი დამონტაჟდება, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარი გამოიყოფა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გამოყოფილი, საერთო კრებები დღეიდან დაიწყო და 19 თებერვალს დასრულდება. საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროი კახა გოგნაძე, მერიის ადმინისტრაციიული სამსახურის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ეკა მშვილდაძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

Share page