ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა სოფელ ზეგანში, საკრაულაში, წიფასა და ნებიერეთში გაიმართა

17 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს სოფელ ზედა და ქვედა ზეგანში, წიფაში, ნებიერეთში და საკრაულაში გაიმართა. სოფელ ზედა ზეგანში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად გარე განათებების მონტაჟი და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება დაასახელა, სამუშაოებისთვის 10 000 ლარი გამოიყოფა. სოფელ ქვედა ზეგანში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გარე განათების გაკეთება დასახელდა, რომლისთვისაც 12 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ წიფაში მოსახლეობის ინიციატივით შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 10 000 ლარი გამოიყოფა. სოფელ ნებიერეთში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების მოხრეშვა(ნაწილის მობეტონება), ცხაურების მოწყობა და გზების გაწმენდა დაიგეგმა, რომლისთვისაც პროგრამის ფარგლებში 10 000 ლარია გამოყოფილი. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გამოყოფილი.
საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კახა მსხვილიძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

გააზიარე