ღვინის ფესტივალის ღონისძიებების დღის განრიგი ბაღდათის მუნიციპალიტეტში:

ბაღდათი/მერიის მიმდებარე სკვერი

17:00–21:00 იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

17:00–21:00 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა. ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.

17:00–21:00 ღვინის დღეების სუვენირების კუთხე

17:00–21:00 საბავშვო გასართობი სივრცეები: სახის თემატური მოხატვა; ღვინის ხელნაკეთი ნივთების დამზადება; თაბაშირის ფიგურების შეღებვა; ყურძნის ჯიშების გამოცნობა; ქვევრის გოლფი; ოჩოფეხა კინტოები; ფიალების, დოქების დამზადების და თიხის ჭურჭლის მოხატვის მასტერკლასი.

17:00–21:00 საგამოფენო სივრცე – „ქართული ღვინის ისტორია“.

17:00–21:00 პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.

17:00–19:00 ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანემენტით.

19:00–21:00 კონცერტი – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი; რანინა; ანსამბლი შვიდკაცა.