+995 591 90 90 05

ტურისტული ლოკაციები

 ბაღდათის მუნიციპალიტეტი ტურისტული პოტენციალით მდიდარია მხარეა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კლდეებსა და ხეებში მოქცეული ხანის ჩანჩქერი. ძალიან საინტერესო ადგილია ვულკანური წარმოშობის ქვასვეტები, რომლებსაც ადგილობრივები „ქვასაყდარას“ უწოდებენ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილი, სადაც იმერული მუხის რელიქტური ტყეები გვხვდება. ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს ვარციხის წყალსაცავიც. გარდა მშვენიერი ბუნებისა ბაღდათში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლია.

მუნიციპალიტეტში მდებარე შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები თუ ტაძრები ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. აღსანიშნავია ადრინდელი შუა საუკუნეების ნაქალაქარი როდოპოლისი, წითელხევის ამაღლების ეკლესია, ქვედა ზეგანის წმ. გიორგის ეკლესია, დევიძეების ეკლესია, დიმნას ციხე და მრავალი სხვა. ცნობილი და საკმაოდ პოპულარული ძეგლია მთლიან ლოდში ნაკვეთი დიდი საწნახელი, რომელიც სოფელ ხანშიმდებარეობს. ბაღდათში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატის დათვალიერებაა შესაძლებელი. ბაღდათი მიმზიდველი მხარეა ბუნებაში დასვენების მსურველთათვისაც. აქ  მდებარეობს ორი კურორტი, საირმე და ზეკარი, სადაც  ულამაზეს ბუნებაში და სიმშვიდეში კომფორტულ დასვენებაა შესაძლებელი.

 

სად წავიდეთ?

ქვასაყდარა და დიდმაღალი 

ბაღდათის მაღალმთიან რეგიონში, ზღვის დონიდან 2205 მეტრის სიმაღლეზე, მთის წვეროზე მდებარეობს ბუნების ძეგლი „ქვასაყდარა“ – ვულკანური წარმოშობის ქვის სვეტები,  სვეტების დასავლეთით აღმართულია მთა „დიდმაღალი“.

 

 

ჩანჩქერი „საქუხარა“

სოფელ ხანის სიახლოვეს, ზღვის დონიდან – 950 მ-ზე,  მდებარეობს  25 მ. სიმაღლის  ჩანჩქერი „საქუხარა“…

 

სამგანყოფილებიანი საწნახელი

მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 950 მ-ზე, ერთ-ერთ ნასოფლარში(ქვემო ნოღა), ლოდში გამოკვეთილია სამგანყოფილებიანი საწნახელი რომელიც დაახლოებით შუა საუკენებით  თარიღდება. სიმაღლე დაახლოებით 1,8-2,0 მეტრია, სიგრძე კი 3,5 მეტრი, ხოლო სიგანე 4 მეტრს აღწევს.

 

 

ვ. ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს   ცნობილი რუსი პოეტისს, ფუტურისტის,  დრამატურგის –  ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, სადაც იგი  დაიბადა და გაიზარდა. სახლ-მუზეუმი 1940 წელს გაიხსნა, იქვე ფუნქციონირებს საექსპოზიციო დარბაზიც

 

 

 

როკითის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია

მდებარეობს სოფ. როკითში, აგებულია აფხაზთა კათალიკოსის სვიმონ ჩხეტიძის მიერ 1666 წელს. ტაძარი წარმოადგენს ერთნავიან ბაზილიკას. ტაძრის სამხრეთ და დასავლეთ ფასადზე ტაძარი შემკულია ორნამენტებითა და ასომთავრული წარწერებით.

 

 

 

გულაშვანი

გულაშვანის ტყე-პარკი  5  ჰექტარზე   ხელოვნურად გაშენებულ 30 სახეობის წიწვოვანი ტყის კორომს წარმოადგენს. ის მდებარეობს სოფელ ხანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე. გაშენდა 1961 წელს.

 

 

 

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების  ეკლესია XIX ს.

იგივე თეთრი ეკლესია. სოფ. წითელხევი. მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

 

 

 

 

როდოპოლისი IV-VI სს.  ადრინდელ შუა საუკუნეებში, ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში  ვარდციხე). ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ქალაქი სადაც გადიოდა სავაჭრო გზა პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში.

549  წელს სპარსელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს,  ხოლო ომის შემდეგ კვლავ აღადგინეს. IX-XI საუკუნეებში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.1737 წლის რუკის მიხედვით მეფე ალექსანდრე V-მ ვარდციხეში აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა. 1769 წელს გენერალმა ტოტლებენმა მისი გალავანი რამდენიმე ადგილზე  დაანგრია.

 

 

კურორტი საირმე

საირმე  –  ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი – მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე წაბლარასწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ. სიმაღლეზე. მოიპოვება „ნარზანის“ ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი (წყარო №1 და №3) და „ბორჯომის“ ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი (ჭაბურღილი №4 და №5) მინერალური წყალი „საირმე“.

 

აჯამეთის აღკვეთილი

დაარსდა 1935 წელს, ფართობი 4848 ჰა.

აჯამეთის აღკვეთილში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხის რელიქტური ტყეები (მუხნარების ასაკი 120-200 წლებს შორის მერყეობს), კავკასიური ძელქვის წმინდა კორომები (1,5 ჰა) და აგრეთვე  იშვიათი ჯიშის  – ჰართვისის (იგივე კორპის) მუხა.

აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში წარმოდგენილია ტყის სხვა ჯიშებიც: კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი,  კუნელი.აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, მელა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ციყვი. ფრინველებიდან საყურადღებოა ტყის ქათამი.

 

წმინდა ნინოს  სახელობის  დედათა მონასტერი

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2011 წ. მონასტერი დაარსდა 2015. მონასტერში მოღვაწე დედაოებს გაშენებული აქვთ კაქტუსების უნიკალური ორანჟერეა.

asdasda
megabet303 athena303 xtraplay88 megabet808 athena777 tropicana77 mb303 ath303 trpc77 xplay88 mb808 ath777 megabet303 athena303 xtraplay88 megabet808 athena777 tropicana77 mb303 ath303 trpc77 xplay88 mb808 ath777 megabet303 athena303 xtraplay88 megabet808 athena777 tropicana77 mb303 ath303 trpc77 xplay88 mb808 ath777