ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“
განაცხადების მიღების თარიღია : 2025 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.
კონკურსის მიზანია:
ახალგაზრდების იდეების, შემოქმედებითობისა და შესაძლებლობების რეალიზება.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა.
ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
ახალგაზრდებსა და თვითმართველობას შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება.
ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება.
მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაგეგვა.
სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, შშმ პირების ინტეგრირება საზოგადოებაში.
დეტალური ინფორმაცია – სააპლიკაციო ფორმითა და დებულებით იხილეთ ლინკზე: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა – საპროექტო განაცხადის ფორმა