
“გაიღე სისხლი, გახდით დონორი, გადაარჩინეთ სიცოცხლე, ყოველი წვეთი მნიშვნელოვანია”.
ამ დევიზით დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია მოეწყო.

სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობა, ბაღდათის მერიის, საკრებულოს და ააიპების თანამშრომლებმა მიიღეს.

აღნიშნული აქცია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, სისხლის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს და ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.