30 ოქტომბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა.
სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ჯიხვაძემ გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 2025 წლის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს არჩევნების შედეგები.
საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი გურამ ჩხეიძე ხელმძღვანელობდა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა ჯერ დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გურამ კიკნაველიძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევასთან ერთად მოხდა თავმჯდომარის მოადგილეების და ხუთი დარგობრივი კომისიის ხელმძღვანელების არჩევა.
თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეულ იქნა:
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია სახამბერიძე
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სიმონ ჭოლოკავა;
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბიძინა ჯაბიძე;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარედ, მაია კბილაშვილი აირჩიეს.
ხოლო, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარედ გიგა კესარელი იქნა არჩეული.
კომისიების თავმჯდომარეებად არჩეულ იქნა:
1.საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიას მურად ბურჯანაძე.
2.იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გვანცა გრძელიძე.
3.კულტურის,განათლების,სპორტის,ჯანმრთელობის დაცვის,სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ირინა ტყეშელაშვილი.
4.ეკონომიკური პოლიტიკის ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია თორნიკე გაჩეჩილაძე.
5.გარემოს დაცვის ბუნებრივი რესურსების მართვის და აგარარულ საკითხთა კომისია ზაზა ზივზივაძე.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის წარმომადგენელს. მან სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე დატოვა.
საკრებულოს პირველ სხდომას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე ესწრებოდა.
მერმა ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
 
			











