
ბაღდათში ტრადიციული დღესასწაული “ბაღდათობა 2025” აღინიშნა .

დღესასწაულის ფარგლებში, ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები ეხილათ.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მერიის მიმდებარედ ახალგაზრდობის სკვერში, მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო ფლეშმობი მარათონი ბავშვების მონაწილეობით, ძველი ბაღდათის ფოტოების და ბანერების, თავდაცვის ძალების ტექნიკის გამოფენა და სპორტული აქტივობები. ხელთნაკეთი ნივთების, ადგილობრივი მეღვინეების და მეთაფლეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
კურორტი “საირმე”-ს პავილიონები.
სახელოვნებო, საგანმანათლებლო, თეატრალური და საბიბლიოთეკო სივრცეები. საბავშვო გასართობი კუთხეები.

პროფესიულმა სასწავლებლებმა, კოლეჯმა ,,იბერია“ – მ და ,,მსოფლიო განათლების აკადემია“ WEA -მ საგანმანათლებლო პროგრამები წამოადგენს.
სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად საპატიო ბაღდათელების დაჯილდოება გაიმართა.

საპატიო ბაღდათელის ტიტული 2025 წელს 7 პერსონას გადაეცა.

მარინა ჭოხონელიძე – პედაგოგი.

დალი იოსელიანი – მედიცინის მუშაკი.

ლიანა კოტრიკაძე – აგრონომი.

ჯუმბერ ზირაქაძე – სოფლის მეურნეობის მუშაკი.

აკაკი კვინიხიძე – საჯარო მოხელე.

ამირან კიკნაველიძე – პოლიციის მუშაკი, ვიცე პოლკოვნიკი.

რუსუდან დარსაძე – პედიატრი.

ნატო გრძელიძე ტალახაძე – პედაგოგი.

დღესვე ბაღათობა 2025- ის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.
ბაღდათის საიმიჯო კლიპის და ფოტოების ვიდეო კოლაჟის პრეზენტაცია.

ბაღდათობა 2025 გალა კონცერტით ჯგუფი ,,ეგარი“ – ს და ჯგუფი ,,ურსა“- ს მონაწილეობით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.