2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე წლის 10 და 11 თებერვალს გაიმართება. (იხილეთ შეხვედრების გრაფიკი მოცემულ ბმულზე )
შეხვედრების მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაა; აღნიშნული პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
საერთო კრებებზე მოქალაქეები მათ სოფლებში არსებულ საჭიროებებს დააყენებენ დღის წესრიგში. ხმათა უმრავლესობით მოხდება შერჩევა რომელ სოფელში, რომელი პროექტია პრიორიტეტული. (იხილეთ და ჩამოტვირთეთ საპროექტო წინადადებების განცხადების ფორმა მოცემულ ბმულზე )
ბაღდათის მუნიციპალიტეეტის მერის ბ66. 662602310 ბრძანების მიხედვით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ასევე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაევალათ მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება და მათი კონსულტირება საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესში.
საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია და 2 თებერვლამდე გაგრძელდება.
2026 წელს დასაფინანსებელი პროექტებით განსაზღვრულია:
- სასმელი წყლის სისტემები ( მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.);
- სარწყავი სისტემები;
- სანიაღვრე არხები;
- ნაპირსამაგრი სამუშაოები;
- გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
- ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
- გარე განათება;
- სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
- სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
- ამბულატორიის შენობები;
- სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა.
- სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
- სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერილები შესაბამისი ინვენტარით;
- წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
- მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/ აღდგენა;
- გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ბრძანება სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
სოფლის პროგრამების კრებებზე დამსწრე სამუშაო ჯგუფების სია:
პირველი სამუშაო ჯგუფი
- ნოდარ გიორგიძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი
- გია სახამბერიძე – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
- ანტონ ქარაბაკი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსი;
- კახა მსხვილიძე-ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი;
- ხათუნა კირკიტაძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსებისა და საორგანიზაციო განყოფილება; 1 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
მეორე სამუშაო ჯგუფი
- პაატა ბუცხრიკიძე -მერის პირველი მოადგილე
- სიმონ ჭოლოკავა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- ბიძინა ჯაბიძე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- კახა გოგნაძე-მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
- ლერი გუმბერიძე-ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
- მანაველ კვირიკაშვილი-ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი;
მესამე სამუშაო ჯგუფი
- რევაზ კიკნაველიძე -მერის მოადგილე
- გურამ კიკნაველიძე – საკრებულოს თავმჯდომარე.
- თამაზ ბუცხრიკიძე -ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი.
- ეკატერინე მშვილდაძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსებისა და საორგანიზაციო განყოფილების უფროსი;
- თემურ გეგეშიძე-ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების სპეციალისტი;




