
ბაღდათში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტები იგეგმება

ბაღდათის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია WALL Architecture 2026 წლის მაისში დაასრულებს

მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს 250 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ დარბაზს, საბავშვო და დიდ საცურაო აუზებს, სატრენაჟორო, ძიუდოს, კრივისა და ორთაბრძოლების, ტანვარჯიშისა და სხვა სპორტულ დარბაზებს

ბაღდათში ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებითა და შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურით.