პატივცემულო კოლეგებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
დღევანდელი ჩემი ანგარიში ერთგვარი შეჯამებაა ჩვენი ერთწლიანი საქმიანობისა. ამ ხნის მანძილზე საკრებულოს ხელმძღვანელობა, საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მე ვთვლი, რომ განვლილ პერიოდში საკრებულოს საქმიანობა იყო ნაყოფიერი, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა იმ პრობლემებიდან და საკითხებიდან, რომლებიც აწუხებს ჩვენს ამომრჩეველს. რიგ საკითხებზე, რომელიც საკრებულოს სხდომებზე განიხილებოდა იყო ცხარე კამათი, პრობლემების გადაჭრისათვის მიდგომის განსხვავებული პოზიციები და იყო რათქმა უნდა ხარვეზები ამ პრობლემების მოგვარების გზების შერჩევაში.
როგორც მოგეხსენებათ, საკრებულო თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელსაც თვითმმართველობის განხორციელების პროცესში წამყვანი როლი ეკისრება. საკრებულო არის თვითმმართველობის უმთავრესი ინსტიტუცია და პოლიტიკური ხასიათის ორგანო, რომლის არჩევით მოსახლეობა გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების გადაჭრისა და შესაძლებლობების რეალიზების გზებისადმი. ადამიანები ხმას აძლევენ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მათი აზრით უკეთ გამოხატავენ თვითმმართველ ერთეულში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს. ამიტომ საკრებულოში არჩევნების შედეგად პროპორციულად არის წარმოდგენილი სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ სოციალური ჯგუფის ინტერესი. საკრებულოს აქტიურობაზეა დამოკიდებული მოსახლეობისგან წამოსული ინტერესების მხარდაჭერა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი გათვალისწინება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულო საქმიანობას შეუდგა 2025 წლის 30 ოქტომბრიდან. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეულია 29 საკრებულოს წევრი, რომლებიც წარმოადგენენ ორ საარჩევნო სუბიექტს: „ქართული ოცნება“ – 28 საკრებულოს წევრი, და „ლელო“- საქართველოსათვის“ – ერთი საკრებულოს წევრი. 29 საკრებულოს წევრიდან 14 მაჟორიტარი საკრებულოს წევრია.
საკრებულოში დაფუძნებულია 2 ფრაქცია: „ქართული ოცნება“ – 24 წევრი და „ხალხის ძალა“ – 4 წევრი. დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა (გაერთიანებულია 28 საკრებულოს წევრი) და ოპოზიცია (1 საკრებულოს წევრი).
საკრებულოს მუშაობის ორგანიზაცია და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ხოლო საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები, უნდა შეესაბამებოდეს უპირატესი იურდიული ძალის მქონე აქტებს, რასაც განუხრელად ვიცავდით განვლილ საანგარიშო პერიოდში. საკრებულოს კომისიებში და საკრებულოს აპარატში მომზადებული სამართლებრივი აქტები, ძირითადში შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციულ- ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეული – საკრებულოს აპარატი, რომელიც შესდგება: 1 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (აპარატის უფროსი) 7 პროფესიული საჯარო მოხელისაგან და დამატებით სხვადასხვა დამხმარე და არამუდმივი ფუნქციების შესრულებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული გვყავს რამდენიმე საჯარო მოსამსახურე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ყოველწლიურად ხდება აპარატის თანამშრომელთა შეფასება წლის შედეგების შესაბამისად, ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ყოველკვარტალური შეფასების მეთოდი ახლად მიღებული თანამშრომლების მიმართ. შეფასების არსი მდგომარეობს შემდეგში: , პროფესიულად თუ ყალიბდება ესა თუ ის საჯარო მოხელე, როგორია მისი მომზადების დონე შემდგომი კარიერული განვითარებისათვის. შეფასების შედეგად, ამა თუ იმ მოხელეს შესაძლებელია მიენიჭოს კლასი (ამ კუთხით საკრებულოს აპარატში დასაქმებულ 7 პროფესიულ საჯარო მოსამსახურეს მინიჭებული აქვს მე-2 კლასი. მიმდინარე წელში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავაფინანსეთ საკრებულოს აპარატის 1 თანამშრომლის სწავლება (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის).
რაც შეეხება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და საკრებულოს აპარატის საქმიანობას სტატისტიკური ციფრებით იგი შემდეგი სახისაა.
როგორც მოგეხსენებათ მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულო საქმიანობას შეუდგა 2025 წლის 30 ოქტომბერს. ამიტომ ჩემი ანგარიში მოიცავს წინა მოწვევის საკრებულოს 10 თვის მონაცემებს და მე-8 მოწვევის საკრებულოს ორთვიან საქმიანობას. წინა მოწვევის საკრებულომ 2025 წლის 10 თვეში ჩაატარა საკრებულოს 13 და ბიუროს 13 სხდომა (მათ შორის 3 რიგარეშე) საკრებულოს ამ პერიოდში განხილული აქვს 56 საკითხი, რაზედაც მიღებულია შესაბამის გადაწყვეტილებები. მათ შორის დადგენილება გამოტანილია 20 საკითხზე, ხოლო განკარგულება 32 საკითხზე (4 საკითხზე ინფორმაცია საკრებულომ მიიღო ცნობად). რიგგარეშე სხდომებზე განხილულია 7 საკითხი. ჩატარებულია ფრაქცია „ქართული ოცნების“ 4 სხდომა, განხილულია 8 საკითხი. მე-8 მოწვევის საკრებულოს 2025 წლის ბოლო ორ თვეში ჩატარებულის აქვს საკრებულოს 4 სხდომა, მათ შორის 1 რიგარეშე, განხილულია 34 საკითხი, გამოტანილია 32 გადაწყვეტილება, მათ შორის 11 გადაწყვეტილება მიღებულია დადგენილების სახით, ხოლო 21 განკარგულებით (2 საკითხი მიღებულია ცნობად). თითო სხდომები გამართეს ორთავე ფრაქციამ.
2025 წლის 1 იანვრიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამოცემული იქნა 202 ბრძანება. აქედან 90 ბრძანება შვებულების შესახებ, საკრებულოს სხდომის მოწვევის შესახებ -13, მათ შორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ 4 ბრძანება, მივლინების შესახებ 6 ბრძანება, საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების შესახებ 12 ბრძანება, საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ-12 ბრძანება, შრ.ხელშეკრულების გაფორმების შესახებ 20, ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2 ბრძანება, საჯარო მოხელეებზე ჯილდოს გაცემის შესახებ-2 ბრძანება, შვებულების გადატანის შესახებ 1 ბრძანება.
გასული 2025 წლის დეკემბრიდან დავამკვიდრეთ საკრებულოსა და ბიუროს სხდომების მოწვევამდე, საკითხები განვიხილოთ და შვაჯეროთ საკრებულოს უმრავლესობის სხდომაზე. მიღბული და დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – ბიუჯეტი, რომელიც დაბალანსებულია ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ამავე სხდომაზე დამტკიცდა 2026-2029 წლების ბაღდათის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და 2026 წელში სოციალური დახამარებების გაცემის პროგრამა. საკითხების ასეთი სიმრავლე ჩვენი საქმიანობის დასაწყისში განაპირობა იმ გარემოებამ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ მოხდა კომისიების ხელახალი არჩევა, ფრაქციების დაფუძნება, საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევა.
განვლილ საანგარიშო პერიოდში სხდომების მოწვევასა და ჩატარებაში ჩავარდნას ადგილი არ ჰქონია, ყველა მორიგი სხდომა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში. საკრებულოს ყველა სხდომა ტარდებოდა ღიად და საჯაროთ, მოსახლეობას ქონდა საშუალება აკონტროლოს საკრებულოს საქმიანობა, საკრებულოში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭირვალეა, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს ბიუროს სხდომები ტარდება ღიად და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება დაესწროს მას. ყველა მოთხოვნა ფიზიკური და იურდიული პირებისაგან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, რომლის მომზადებასა და გაცემაზე პასუხიმგებელია საკრებულოს აპარატი, მიეწოდებოდათ შეუფერხებლად და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადების დაცვით.
საკრებულოს აპარატში გასულ 2025 წელში შემოსული და რეგისტრირებულია 214 სხვდასხვა სახის განცხადება, მომართვა თუ კორესპოდენცია. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე შემოსულია 13 განცხადება, 7 მოქალაქემ მოგვმართა სხვადასხვა საკითხებზე. ყველა შემოსულ დოკუმენტზე მოხდენილია შესაბამისი რეაგირება, განმეორებით ერთდა იმავე საკითხზე მომართვას ადგილი არ ჰქონია. გარდა ერთეული შემთხვევისა დოკუმენტის შესრულებაზე ან საკითხის მომზადებაზე ვადების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომის მოწვევის თარიღი, ჩატარების დრო, დღის წესრიგი და სხდომების ჩატარების ადგილი, ქვეყნდება საინფორმაციო დაფაზე და საკრებულოს წევრებს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. იმის გათვალისწინებით, ყველა საჯარო ინფორმაცია, მათ შორის სხდომების მოწვევის თარიღი, ჩატარების დრო, განსახილველი საკითხებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, საკრებულოსა და ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები ქვეყნდებოდა ვებგვერდის საშუალებით. მოსახლეობის სხდომების ჩატარებისა და განსახილველი საკითხების თაობაზე მეტი ინფორმირებისათვის ასევე აქტიურად ვიყენებდით სოციალურ ქსელს. მინდა აქვე დავძინო, რომ ძალიან ხშირად ვერ ვიცავთ საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებს საკითხების მომზადების, წინასწარ გამოქვეყნებისა და კომისიებში განხილვის პროცედურებს. თხოვნა გექნებოდა მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისადმი, რათა საკრებულოდან შესული კორესპოდენციებსა და მიმართვებზე, დროულად იქნეს რეაგირება და დაიცვან კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული ვადები საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წარმოდგენისას.
რამდენიმე წინადადებით მინდა შევეხო საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების საქმიანობას:
განვლილ საანგარიშო პერიოდში 2025 წელში აპარატის მიერ საკრებულოს კომისიებთან ერთად მომზადდა და ჩატარდა 66 სხდომა, განხილული იქნა 170 საკითხი, მათ შორის:
1.საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ჩატარებული აქვს 14 სხდომა, განხილულია 24 საკითხი, (მათ შორის ერთი გაფართოებული 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა).
2.ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის კომისიამ ჩაატარა 12 სხდომა განიხილა 29 საკითხი.
3.განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ 12 სხდომაზე (მათ შორის 2 გასვლითი სხდომა) განიხილა 40 საკითხი .
4.გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვის და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომისას წლის განმავლობაში განხილული აქვს 19 საკითხი, ჩაატარა 12 სხდომა საკითხი (მათ შორის ერთი გაფართოებული).
5.იურდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 16 სხდომაზე განხილულია 50 საკითხი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები ქალისა და მამკაცის თანასწორობის ხელშესაწყობად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით.
2025 წელს, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებს დაევალათ ადგილებზე შეექმნათ „ მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები“, ხოლო კანონს დაერქვა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“. კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, საკრებულოსთან შექმნილია აღნიშნული საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მასში შესულია როგოც საკრებულოს, ასვე მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვდასხვა სფეროსა და დარგის სპეციალიტები, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში კურირებენ აღნიშნულ საკითხებს, განვლილ პერიოდში ჩავატარეთ რამდენიმე აქტივობა, ამჟამად საბჭო მუშაობს 2026-2028 სამოქმედო გეგმის პროექტზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში დასამატკიცებლად წარმოვადგენთ საკრებულოს სხდომაზე.
ჩემს ანგარიშში დეტალურად არ შევუდგები მუნიციპალური ბიუჯეტის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალურ და კულტურის მიმართულებით არსებულ საკითხებს, რადგან 2026 წლის პირველ კვარტალში საკრებულოს სხდომაზე მოვისმენთ მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს 2025 წელში გაწეული მუშაობის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა სამსახურისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა.ა.ი.პ საქმიანობის შესახებ. მე მაინც მოგახსენებთ რამდენიმე ციფრს აღნიშნული მიმართულებების შესახებ.
ჩვენ დავამტკიცეთ მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი, რომლის დეტალური განხილვა მოხდა საკრებულოს კომისიებში, აიტვირთა მუნიციპალიტეტის ვებგერდზე, ასვე ჩვენს ამომრჩევლებს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ბიუჯეტის პროექტს „ჩვენი გაზეთის“ ფურცლებზე, მოხდა საჯარო განხილვა მოსახლეობის მონაწილეობით. მუნიციპალიტეტის ახალ ბიუჯეტი კვლავ რჩება ორიენტირებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალური საკითხების გადაჭრაზე, პრიორიტეტული იქნება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, კვლავ გაგრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფლის მოსახლეობისათვის აუცილებელი პრობლემების მოგვარება,
აქტიურად მიმდინარეობს მუნიცპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, 2026 წლის ბოლოსათვის დასრულდება წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, აშენდება ახალი სათავე ნაგებობა, მოსახლეობას ექნება 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება, პარალელურად მიმდინერეობა წყალანირებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა, რომლის დასრულება 2028 წლის ბოლოსათვის არის გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრითით მნიშვნელოვანი იქნება 2026 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პრემიერ – მინისტრის ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა, აშენდება დამდენიმე ქალაქში ახალი ხელოვნურ საფარიანი საფეხბურთო მოედანი, მათ შორის ჩვენს სტადიონს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია ყველა დამხმარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, რომელიც დაახლოებით 5.0 მილიონ ლარამდე დაჯდება, მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალიტეტში სპორტული დარბაზის საპროექტო სამუშაოების მომზადებისათვის. ამის გარდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ და გარდამავალია, დასრულდება მიმდინარე წელს და დაემატება რამდენიმე ახალი პროექტი, რაზედაც ინფორმირებული იქნებით პერიოდულად.
2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 15, 241.6 მილონ ლარს შეადგენს. 2025 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით 2025 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2,874.4 მილიონ ლარით (23.2 %-ით).
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას ძირითადში წარმოდგენილი იყო ის მიმართულებები რაზედაც დაიხარჯება აღნიშნული თანხა, ჩვენი მიზანია, პროექტები და პროგრამები, რომელიც დაფინანსდება ამ ბიუჯეტით, შესრულდეს დროში და ხარიახიანად.
ვცდილობთ განსაკუთრებული მიდგომა გქონდეს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საკითხებისადმი. მუნიციპალიტეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში 2025 წელში ახორციელებდა 21 მუნიციპალურ სოციალურ პროგრამას, მიუხედავათ იმისა, რომ ყოველწლირად იზრდება პროგრამის დაფინანსება, მომავალი წლის პროგამაში 2 ახალი ქვეპროგრამა დავამატეთ, გავზარდეთ ცალკეული კატეგორიებისათვის დახმარების მოცულობა, არასაკმარისია და მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამსახურებს, მომავალი წლისათვის საგრძნობლად გავზარდოთ ამ პროგრამის სუბსიდირება, რადგან რეგიონის მასშტაბით ბოლო ადგილზე ვართ ამ კუთხით.
გასულ წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ამოქმედდა და წელსაც გაგრძელდება პეროსონალური ასისტენტის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ბენეფიციარი.
ჩვენს საქმიანობაში ძალზედ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოთა ერთიან ორგანიზმად არსებობას, რაც დღემდე შენარჩუნებულია საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის, საკრებულოს ყოველთვის ჰქონდა კოლეგიალურ თანამშრომლობაზე დამყარებული საქმიანობა, როგორც მუნიციპალიტეტის მერთან, ასევე მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან. აქვე მინდა დავძინო, რომ მიუხედავათ იმისა, რომ საკრებულოს კანონით აქვს მინიჭებული აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობისადმი ზედამხედველობა და კონტროლი, ხშირად ამ ბერკეტს არ ვიყენებთ, მაშინ როცა ჩვენს მოსახლეობას ცალკეული საკითხებისადმი და არსებული პრობლემებისადმი აქვს სამართლიანი შენიშვნები. კიდევ ერთხელ შევახსენებ და მოუწოდებ საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებს აკონტროლონ დარგს მიკუთვნებული საკითხები და ღრმად ჩასწვდნენ მიმდინარე პროცესებს.
ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონის დელეგატთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან. მიუხედავათ იმისა, რომ მისი სადეპუტატო მოქმედების არიალი მოიცავს 4 მუნიციპალიტეტს, იგი ყოველთვის პოულობს დროს და საშუალებებს აქტიურად ჩაერთოს მუნიციპალიტეტის საკითხების დადებითად გადაწყვეტის საქმეში.
საკრებულოს საქმიანობაში განსაკუთრებული როლი ეკისრება მაჟორიტარი საკრებულოს წევრების საქმიანობას. მინდა ავღნიშნო, რომ საკრებულოში არჩეულია 14 მაჟორიტარი საკრებულოს წევრი, რომლებიც რეალურად ფლობენ სოფლებში არსებულ პრობლემებს, აქტიურად არიან ჩართული ამ პრობლემების გადაჭრის საშუალებების მოძიებაში. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად კეთილ მოეწყო სოფლის ინფრასტრუქტურული ობიექტები, მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლის შედეგია, ის, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი რომელიც დაწყებული იქნა 2025 წელში დამთავრებულია, ან დამთავრების სტადიაშია და 2026 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. აქტიურად მიმდინარებს მუშაობა მიმდინარე წელში „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოების შერჩევისა და დროულად დაწყებისათვის.
ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მაჟორიტარი საკრებულოს წევრების წვლილი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათი ჯანმრთელობის დაცვისა და პირადი პრობლემების მოგვარების საკითხებში. ყოველი მათგანი ზუსტად ფლობს ინფორმაციას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეთა ყოფით ცხოვრებაზე.
რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო საკრებულოში საკითხების განხილვის დროს არსებულ ოპოზიციურ განწყობას. განვლილი მუშაობის პერიოდში ხშირად იყო საკითხების განხილვის დროს განსხვავებული აზრი, ზოგჯერ კონსტრუქციულიც. ეს არ შეეხება მხოლოდ საკრებულოში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს, რადგან უმრავლესობაშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა ცალკეული საკითხებისადმი,. მადლობა მათ ოპონირებისათვის და იმედია ეს განწყობა მომავალშიც გაგრძელდება.
და ბოლოს,
მინდა მადლობა გადაუხადო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა წევრს, საკრებულოს კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებს, საკრებულოს აპარატს ნაყოფიერი საქმიანობისა და თანამშრომლობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
მადლობა ყურადღებისათვის,




