მის. ბაღდათი, წერეთლის #9
საკრებულოს სხდომა საჯაროა და შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მოქალაქემ დაესწროს.
დღის წესრიგი: 
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ბაღდათის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების ანგარიში, 2025 წელში მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გარე განათების კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ამბერკი რობაქიძე – ააიპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის,
დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ დირექტორი.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში: „მუნიციპალიტეტის 2025 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესრულების შესახებ“. მომხს. ანტონ ქარაბაკი – მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
3. “ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. თამთა ღვალაძე – მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი.
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 21-ე ქუჩის გაყოფის შესახებ. მომხს. ეკატერინე მშვილდაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.
5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის N 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე




