ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების გეგმა განიხილა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების გეგმა განიხილა.
გრძელვადიანი განვითარების გეგმის დოკუმენტი მუნიციპალიტეტის განვითარების მომდევნო წლების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხების ხარისხიანად და დადგენილ ვადაში განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა თინა აბულაძემ შეხვედრის მონაწილეებს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების მეთოდოლოგია და სტრუქტურა წარუდგინა.
სამუშაო ჯგუფი მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან, საკრებულოს დეპუტატებისგან, კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან და მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან არის დაკომპლექტებული.