
ბაღდათის მუნიციპალიტეტს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მერვე ეროვნულ კონფერენციაზე პრიზი გადაეცა.

კონფერენციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მუნიციპალიტეტების მერებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ჯილდო გადაეცა საუკეთესო პრაქტიკისათვის.
“ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა;
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა”.

მადლობის სიგელი გადაეცა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძვანელ თინა აბულაძეს.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში განაცხადის წარდგენისა და ლაბორატორიის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, 2025 წლის 14 წარმატებული მუნიციპალური პროექტი გამოავლინა.