
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში, ვლადიმერ მაიაკოვსკის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ ღონისძიებას დაესწრო.