29 მაისს11:00 საათზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის. ბაღდათი, წერეთლის #9
საკრებულოს სხდომა საჯაროა და შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მოქალაქემ დაესწროს.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაცია: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ“. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ანგარიში 2025 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. მინდია კიკნაველიძე – მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილების ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მომხს. დავით მშვილდაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.
- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ”. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.




