ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
მერიის წინ მდებარე ახალგაზრდულ სკვერში, მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის წარმოდგენილი იყო გასართობი სივრცეები ატრაქციონი, ბატუტი, სახის მოხატვა, სპორტული კუთხე, ანიმატორები,ხელნაკეთი ნამუშევრების და ნახატების გამოფენა.
მუსიკალურმა თეატრმა ირიდამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტი გამართა .







