ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან, მერიის სამსახურების, განყოფილებების ხელმძღვანელებთან და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ნოდარ ფულარიანი წარადგინა.
ნოდარ ფულარიანი პროფესიით ინჟინერ- მშენებელია და მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს, პროექტებსა და გამოწვევებს შეეხო.
დღესვე ოქტომბერში განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა განიხილეს. საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებს, ასევე, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს.




