
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ხელმძღვანელ ნინო რობაქიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებსაც ჯამში 600-მდე აღსაზრდელი ჰყავს. საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სრულფასოვან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს სოფელ ხანსა და წყალთაშუაში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ასევე, გრძელდება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი.