
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კომპოზიტორისა და დირიჟორის — ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

საიუბილეო საღამო, საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში მოეწყო.

ღონისძიებაზე ანსამბლმა „რანინამ“ ნეკა სებისკვერაძესთან და ბენდთან ერთად, კახიძის
კომპოზიციები ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს.

საიუბილეო საღამოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დიდი მაესტროს 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე კომპოზიტორის შვილი მუსიკოსი ვახტანგ კახიძე იმყოფებოდა.