
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი და სანიაღვრე არხები.

მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

რუსთაველის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.
რომლის დასრულების შემდეგ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა განხორციელდება.

აღნიშნულ ბინებში 150 ოჯახი ცხოვრობს, მალე მათ სრულად რეაბილიტირებული ეზო ექნებათ.