
სოფელ როხში, ე.წ ცაგარეიშვილების უბანში, შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

გზაზე დაიგო ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრეები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან ფინანსდება.