ყურადღება! მიმდინარეობს პლატფორმის განახლება.
+995 591 90 90 05

ღვინის არტ-ფესტივალი

ღვინის არტ-ფესტივალი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში  სექტემბრის ბოლოკ ვირას ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით,   ღვინის საერთაშორისო არტ- ფესტივალი იმართება.
ღვინის ფესტივალში მონაწილეობას როგორც ბაღდათის ასევე იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების მეღვინეები იღებენ. ღვინის ფესტივალზე გამოფენილია  ოჯახური წარმოების თეთრი , წითელი ღვინოები და  ქართული სამზარეულო, ხელოვნებისა და რეწვის ნიმუშები.

ღონისძიების ფარგლებში საპატიო ბაღდათელების  გამოვლენა და დაჯილდოვების ცერემონია იმართება.

 ეწყობა გალა კონცერტი როგორც ადგილობრივი შემსრულებლების, ასევე მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.
ფესტივალს საფუძველი ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ჩეყარა , რომლის მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.

ღვინის არტ-ფესტივალი მუნიციპალიტეტში სახალხოა და მასში მონაწილეობის მიღება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


აქტუალური თემები

Skip to content