ყურადღება! მიმდინარეობს პლატფორმის განახლება.
+995 591 90 90 05

მეღვინეობა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა ერთ- ერთი წამყვანი დარგია. ამჟამად მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 50-მდე მცირე საოჯახო ტიპის მარანი. მათი უმრავლესობა გაერთიანებულია  მეღვინეობის გილდიაში რომელიც ბაღდათში 2019 წელს დაფუძნდა.

ბაღდათში მეღვინეები აწარმოებენ მაღალი ხარისხის სუფრის  ღვინოს , რომლის რეალიზებას როგორც ადგილზე ასევე უცხოურ ბაზარზე ახდენენ.

მეღვინეები მარნებში მასპინძლობენ როგოც ადგილობრივ ასევე უცხოელ ტურისტებს, აწყობენ ღვინის დეგუსტაციებს, კულინარულ მასტერკლასებს,  რთველს ,მონაწილეობას იღებენ გამოფენებში როგორც საქართველოში ასევე  უცხოეთში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ვაზის ენდემური ჯიშები: ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, კუნძა, ალადასტური, ოჯალეში, ოცხანურის საფერე, ძელშავი   და ჩხავერი.

აქტუალური თემები

Skip to content