![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tbc/1/16/1f30a.png)
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tbc/1/16/1f30a.png)
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები რამდენიმე წელია ერთობლივად სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნავს.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tbc/1/16/1f30a.png)
ამ დღესთან დაკავშირებით
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ უმასპინძლა. ახალგაზრდებმა ვიზიტის ფარგლებში პრომეთე, ასევე თეთრა მღვიმე მოინახულეს და კურორტ წყალტუბოს აბაზანები დაათვალიერეს.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tbc/1/16/1f30a.png)
წყლის რესურსების დაცვის დღეს მიეძღვნა კონფერენცია, სადაც ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, თავიანთი მუნიციპალიტეტების კურორტები, საირმე და წყალტუბოს აბაზანები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tbc/1/16/1f30a.png)
ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები 2017 წლიდან ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრები არიან.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tbc/1/16/1f30a.png)
წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ტურიზმის სამსახურები უწევენ ორგანიზებას.