28 ნოემბერი
11:00 საათზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ.
მის. ბაღდათი წერეთლის #9 დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების მიმოხილვა; მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ანგარიში 2024-2025 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. მარინა ჩხეიძე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამუსიკო-სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების ანგარიში 2024-2025 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ლარისა ცერცვაძე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამუსიკო-სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი.
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28/03/2025 Nგ-67.67250873 N5 განკარგულებაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2025 წელს განსაზღვრული დაფინანსების დასახლებების მიხედვით განაწილების და შერჩეული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხს. კახა მსხვილიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.
5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ 2026 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელად წარსადგენი პროექტების განსაზღვრის შესახებ. მომხს. კახა მსხვილიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.
6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა – (GGP)-ში განაცხადის, „ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის სპეც ტექნიკის შეძენა“, წარდგენაზე თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. თინა აბულაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.




