მის. ბაღდათი, წერეთლის #9
საკრებულოს სხდომა საჯაროა და შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მოქალაქემ დაესწროს.
დღის წესრიგი:👇
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში: „მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2025 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ნოდარ გიორგიძე – მუნიციპალიტეტის მერი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ანგარიში: „2025 წელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის დასრულების მდგომარეობისა და 2026 წელში განსახორციელებელი პროექტების მშენებლობის დაფინანსების შესახებ. მომხს. კახა მსხვილიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განსაზღვრული დაფინანსების დასახლებების მიხედვით განაწილების და შერჩეული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ. მომხს. თამაზ ბუცხიკიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, საპროექტო მომსახურების და მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირების განყოფილების უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის მეორე კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.



