საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მსვლელობას.
მის: ბაღდათი. წერეთლის # 9
დღის წესრიგით წარმოდგენილია 4 საკითხი:
- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ანგარიში 2022 წელში და 2023 წლის პირველ ექვს თვეში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს.მალხაზი მშვილდაძე – მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი .
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი-ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების ანგარიში 2022-2023 სასწავლო წელს გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ნინო რობაქიძე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულების გაერთიანების დირექტორი.
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების“ რეორგანიზაციის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს.თამთა ღვალაძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი. თანამომხსენებელი: მინდია კიკნაველიძე-მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი. ნინო რობაქიძე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშერ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. თანამომხსენებელი ნოდარ ებანოიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი.