![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tba/1.5/16/2705.png)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან ერთად, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს შეხვდა, რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელის ინტეგრაციის პროგრამას გადიან.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tba/1.5/16/2705.png)
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი საჯარო მოხელე ჟორა არუტიუნიან და ნიზამ ისმაილოვი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთი კვირის განმავლობაში საქმის წარმოებას , თანამშრომლებთან კომუნიკაციას და ინტეგრაციას გაივლიან.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tba/1.5/16/2705.png)
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი საჯარო მოხელეების გადამზადება, იმ მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tba/1.5/16/2705.png)
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა პროგრამებში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობას.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tba/1.5/16/2705.png)
ურთიერთთანამშრომლობის და პროგრამის მიზანია სკოლის ბენეფიციარი-ეროვნული უმცირესობებისათვის, ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებისას პროფესიული განვითარება და ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაცია.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tba/1.5/16/2705.png)
სახელმწიფო ენის და დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარება; სამუშაო სივრცეში სახელმწიფო ენის აქტიური გამოყენება; ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერება; ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაცია. ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეების პრაქტიკის გავლა საჯარო დაწესებულებებში.