ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, სოფელ ზეგანის და საკრაულას საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრას ასევე საკრაულას სკოლის კურსდამთავრებულის ლუკა კუპრაძის დამრიგებელი ნიცა ქვლივიძე ესწრებოდა.
სოფელ ზეგანის და საკრაულას სკოლებს წელს მე- 12 კლასის თითო კურსდამთავრებული ჰყავს.
ლუკა კუპრაძე საკრაულის , ხოლი ირაკლი ზირაქაძე ზეგანის სკოლის კურსდამთავრებულია.
დღეს შეხვედრაზე კახა ენუქიძემ, მათ საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა და წარმატებები უსურვა.
“გილოცავთ სკოლის დამთვრებას, გისურვებთ თქვენი მიზნების ასრულებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვიმედოვნებ თქვენი მიღწევებით ასახელებთ როგორც თქვენს სკოლებს, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტს, შემდეგ წლებში ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით მთიან სოფლებში ვისურვებდი მოსწავლეთა სიმრავლეს”.
განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.