ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის სახალხო თეატრის პრემიერას დაესწრო.
დასმა დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ” უბედურება”, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე წარმოადგინა.
რეჟისორმა თორნიკე სულაბერიძემ და მსახიობებმა, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების პერსონაჟები, მაყურებელს საინტერესოდ წარმოუდგინეს



