
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, “საბიბლიოთეკო კვირეულის” ფარგლებში, მუნიციპალიტეტში არსებულ ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცა, რომლებიც თვითმმართველობამ ბიბლიოთეკებისთვის შეიძინა.

მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბიბლიოთეკებს ესტუმრა და მათ სამუშაო პროცესს გაეცნო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 7 სასოფლო და ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკაა, სადაც პერიოდულად ახლდება წიგნთა ფონდი, როგორც თანამედროვე ქართული, ასევე უცხოური ლიტერატურით.