
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, 2025 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოპოვებული წარმატებებისთვის, ახალგაზრდა ბაღდათელი სპორტსმენები დააჯილდოვეს.

ჯილდოები გადაეცათ: რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს – გიორგი ახალაძესა და ვანო კარკაძეს; საქართველოს რაგბის 18 წლამდე ნაკრების წევრ საბა მშვილდაძეს; მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს 90 კგ. წონით კატეგორიაში – ანზორ წიწილაშვილს; ბოჩაში მოპოვებული წარმატებისთვის – მარიამ ცერცვაძეს; ფეხბურთელ იოანე ჩხეიძეს.

სპორტსმენებს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიღწევები მიულოცეს, დიპლომები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

დღესვე სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ
ჭიდაობაში ანი ქარაბაკი, ემზარ მახარაძე და ანდრია ჯანჯულია. კრივში გიორგი მუკბანიანი, ხოლო კუნგ- ფუ ლუკა სუპატაშვილი.