ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
️ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან , მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს მიულოცა.
ბაღდათის მერი კახა ენუქიძე დღესვე მშობლიურ სკოლაშიც იმყოფებოდა , სადაც პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.
“განათლებული თაობა ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად, მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. განსაკუთრებით კი პირველ კლასელებს, რადგან დღეს მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.”-
განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.
️წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 198 პირველ კლასელია, რომლებსაც სახელმძღვანელოებთან ერთად ნეთბუქები გადაეცა.