
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი, ბაღდათელი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა.

დასმა მელიტონ ჯაფარიძის რეჟისორობით, დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ ირინეს ბედნიერება “ წარმოადგინა.

აღნიშნული სპექტაკლით დასმა საერთაშორისო ფესტივალ თეატრალური იმერეთი 2024-ის ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნომინაცია-მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულება -სოსო კოტორეიშვილი.

ნომინაცია-საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი-თეონა ლომსიანიძე.

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება-ნუკრი კარკაძე.
დავით ბენდელიანი.

საუკეთესო ქორეოგრაფია-გოჩა შველიძე.
პრემიერის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსახიობებს საპატიო სიგელები გადასცეს.