ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა
დეპუტატებმა სამი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე უძღვებოდა.
იხილეთ დღის წესრიგი:
- მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის N 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. თორნიკე გაჩეჩილაძე – საკრებულოს ეკონომიკის პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე-მუნიციპალიტეტის მერიის წონების მართვის განყოფილების უფროსი;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს. ქეთევან კარკაძე-მუნიციპალიტეტის მერიის წონების მართვის განყოფილების უფროსი;