
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, საავტომობილო გზის მშენებლობა სრულდება.

აღნიშნულ გზაზე განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

სოფელ დიმში ე.წ გეგეშიძეების, გორგოძეების, ჩხეიძეებისა და ქავთარაძეების უბანში დაიგო რკინა/ბეტონის გზა, მოეწყო სანიაღვრეები და ცხაურები.

აღნიშნული პროექტი გარდამავალია, გასულ წელს დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ დიმის გზა 20-ზე მეტ შიდა უბანს მოიცავს და მისი მოცულობა ჯამში 3 კილომეტრამდეა.