![✅️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tba/1.5/16/2705.png)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
![?️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4a/1.5/16/1f537.png)
️ამ ეტაპზე სოფლის შიდა ქუჩებსა და ჩიხებში, რკინა- ბეტონის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ ჯთვ გოლდენ ეიჯი“ ასრულებს და იგი მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
![?️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4a/1.5/16/1f537.png)
აღნიშნული პროექტი გარდამავალია.
სამუშაოების ნაწილი წელს განხორციელდება, მეორე ნაწილი კი გაზაფხულზე დასრულდება.
![?️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4a/1.5/16/1f537.png)
️სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ
გიორგიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.