ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ე. წ. სანიკიანების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იგება ასფალტის საფარი რომლის დასრულების შემდეგ, მოეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.
აღნიშნული გზის კეთილმოწყობა, აქამდე არასდროს განხორციელებულა.
სოფელ როხში ე.წ. სანიკიანების უბნის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ჯ და ჯ” ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.
სოფელ როხის ე.წ სანიკიანები უბნით 100-მდე ოჯახი სარგებლობს და ადგილობრივებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.