სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა ბაღდათის მუნიციპალიტეტში დასრულდა, საპროექტო წინადადებების განხილვას მოსახლეობასთან ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან ნოდარ გიორგიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად ესწრებოდნენ როგორც მერიის სამსახურების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ასევე მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.
შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტები დასახელდა, წარმოგიდგენთ ყველა ადმინისტრაციული ერთეულის იმ პრიორიტეტებს,რომლებიც 2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
- სოფელ დიმში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად დიმის კულტურის სახლის ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა, ასევე კაკაურიძის ქუჩაზე სანიაღვრე კიუეტების განთავსება დაასახელა.
- სოფელ საიმედოში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, ახალი მინი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის მოწყობა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია შეირჩა.
- სოფელ ვარციხის მცხოვრებლების ინიციატივით, პრიორიტეტებად სოფლის ცენტრალური სკვერის შემოღობვა და გარე განათების ლამპიონების მონტაჟი დასახელდა.
- სოფელ ქვედა ზეგანში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად გარე განათების მონტაჟი, სასმელი წყლის სისტემის და ხიდის ბურჯის რეაბილიტაცია დაასახელა.
- სოფელ ზედა ზეგანში მცხოვრებლების გადაწყვეტილებით ტრანსპორტის მოსაცდელი სივრცის მშენებლობა, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და სანიაღვრეების მოწყობა შეირჩა.
- სოფელ ნებიერეთში ადგილობრივების ინიციატივით, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და ხიდ-ბოგირის შეკეთება დასახელდა.
- სოფელ წიფასა და საკრაულაში ადგილობრივების თხოვნით, შიდა საუბნო გზებზე რკინა- ბეტონის საფარის დაგება შეირჩა.
- სოფელ ფერსათსა და შუბანში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით მინი სტადიონის შემოღობვა დაასახელა. სოფელ ზედა დიმში კი ადგილობრივების გადაწყვეტილებით, ხიზანეიშვილების უბნის გზის კეთილმოწყობა და სოფლის წყაროს რეაბილიტაცია განხორციელდება.
- სოფელ როხში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად გარე განათების მონტაჟი და სკვერის რეაბილიტაცია დაასახელა.
- სოფელ პირველ ობჩაში მცხოვრებლების გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა და გარე განათების ლამპიონების მონტაჟი შეირჩა.
- სოფელ მეორე ობჩაში ადგილობრივების ინიციატივით, ორი საბავშვო ბაღის ეზოსთვის, ატრაქციონების შესყიდვა, გარე განათების ლამპიონების მონტაჟი, ტრანსპორტის მოსაცდელის რეაბილიტაცია და სოფლის ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა დასახელდა.
- სოფელ დიდველის მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად, სოფლის ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა დაასახელა.
- სოფელ როკითში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სასაფლაოს შემოღობვა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა შეირჩა.
- სოფელ კაკასხიდის მცხოვრებლების ინიციატივით, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასახელდა.
- სოფელ ხანში ადგილობრივებმა ერთობლივი გადაწყვეტილებით გარე განათების ლამპიონების მონტაჟი და ტრანსპორტის მოსაცდელი სივრცის მშენებლობა დაასახელეს.
- სოფელ ნერგეეთში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით სპორტული მოედნის მშენებლობა და სკვერის კეთილმოწყობა დაასახელა.
- სოფელ დაფენილში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სანიაღვრე სისტემის მოწყობა განხორციელდება.
- სოფელ წყალთაშუაში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კიდური ხიდის და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდება.
- სოფელ წაბლარასხევში მცხოვრებთა გადაწყვეტილებით, სასაფლაო შემოიღობება და საუბნო გზებზე რკინა- ბეტონის საფარის დაიგება.
- სოფელ წითელხევში მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით სპორტული მოედნის მშენებლო და სასაფლაოს შემოღობვა შეირჩა.














