

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული, შემეცნებითი, სახელოვნებო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები მიმდინარეობდა, ქალაქ ბაღდათის ახალგაზრდობის სკვერში.

ბაღდათის ახალგაზრდულმა თეატრმა „ირიდა“-მ კონცერტი გამართა.


მუნიციპალიტეტში არსებულმა სახელოვნებო- საგანმანათლებლო ააიპებმა შემოქმედებითი კუთხეები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები ატრაქციონი, ბატუტი, სახის მოხატვა. სპორტული კუთხე.
ბავშვებმა თავადაც მიიღეს მონაწილეობა ასფალტზე ხატვაში.

პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ,მერის მოადგილეებმა, საკრებულოს დეპუტატებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

დღესვე გამოვლინდა გამარჯვებულები ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირში, რომელიც სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის დარბაზში გაიმართა.
გამარჯვებული ნორჩი მოჭადრაკეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოეს.