ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
დიდი მაესტროს დაბადებიდან 102 წლის თავთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს კომპოზიტორის ბიუსტი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
დღესვე რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში ადგილობრივმა შემსურულებლებმა, კომპოზიტორის საოპერო და საესტრადო სიმღერები შესარულეს.
ღონისძიების დასასრულს კიდევ ერთხელ ისაუბრეს რევაზ ლაღიძის ნიჭიერებასა და ბაღდათის, კერძოდ მშობლიური სოფელი ობჩის სიყვარულზე.