
ახალგაზრდობის სკვერში მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო, ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი პერფორმანსი “მოგზაურობა ოლიმპიეთში”, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბაგა -ბაღების გაერთიანების აღსაზრდელებმა, საბავშვო ოლიმპიური სოფელი წარმოადგინეს. მინი ტურნირები გაიმართა მძლეოსნურ გარბენში, ქართულ ჭიდაობაში, ტანვარჯიშში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფეხბურთსა და კალათბურთში. ასევე მოეწყო სკოლის მოსწავლეების მიერ ოლიმპიურ თემატიკაზე შესრულებული ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა კი თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები წარმოადგინეს.