ბაღდათის მუნიციპალიტეტს ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნერგეეთსა და ვარციხეში, ახალი მინი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები დაათვალიერა.
ნერგეეთსა და ვარციხეში
სპორტული მოედნების მშენებლობა, ახალგაზრდების ინიციატივით და თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ამ ეტაპზე მინი სტადიონის შენებლობა მიმდინარეობს სოფელ საიმედოში. ხოლო სოფელ როხში სპორტული მოედნის მოწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია.