ბაღდათის მუნიციპალიტეტში ოზონის შრის დაცვის დღე დასუფთავების აქციით აღინიშნა.
აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმა მიიღეს.
დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის დღე 1994 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა.