ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ მეორე ობჩაში, დათუაშვილების და ჭელიძეების უბანში. აღნიშნულ გზაზე ეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და იგება რკინა ბეტონის საფარი.
სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.
სოფელ მეორე ობჩაში, დათუაშვილების და ჭელიძეების უბანში საავტომობილო გზის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სოფელ მეორე ობჩაში სამ კილომეტრამდე გზა დაიგება