ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე სპორტული ღონისძიებით აღინიშნა.
ახალგაზრდობის სკვერში ზურაბ ნატრიაშვილის სახელობის ტურნირი ბოჩაში გაიმართა, რომელშიც როგორც ბაღდათის, ასევე ქუთაისის,აბაშის, ოზურგეთის, ლაგოდეხის და ქარელის პარასპორტსმენთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბოჩას ტურნირში პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი – ლაგოდეხის, ხოლო მესამე ადგილოსანი მოხალისეთა გუნდი გახდა.
გამარჯვებულები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ დააჯილდოვეს.
პარასპორტული ტურნირი ბოჩაში ბაღდათის მუნიციპალიტეტში წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.
შშმ პირთა დაცვის დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით აღინიშნა.
ბოჩას ტურნირს მერიის სამსახურების წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.