ბაღდათის სახალხო თეატრი, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგა. დასმა ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2025″ სპექტაკლი „ათვინიერებენ მიმინოს” წარმოადგინა.
საფესტივალო ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ დადგა.
„თეატრალური იმერეთი 2025“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ერთობლივი მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია ასევე საქართველოს კულტურის და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტი.