ბაღდათის სახალხო თეატრმა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის – “მსოფლიო ქალები” ფარდა წარმატებით დახურა.

ფესტივალზე, რომელიც 22-24 აგვისტოს ლატვიის ქალაქ ვალკაში გაიმართა, ვალკას საქალაქო თეატრი, ლიეტვუას ქალაქ კაიშადორისის, ესტონეთის ვალგას ორი თეატრი და ბაღდათის სახალხო თეატრები მონაწილეობდნენ.

ჩვენმა დასმა დავით კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება” (მელიტონ ჯაფარიძე) ფესტივალის დასკვნით დღეს ითამაშა და ბალტიელთა მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიებსა და ბაღდათელ მსახიობთა ლატვიურ თავგადასავალზე, ვრცლად “ჩემი გაზეთის” ფურცლებზე მოგითხრობთ.