ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღე ა.ა.ი.პ.ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებაში მომუშავე მეეზოვე ქალებს მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
“ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა ქალს, განსაკუთრებით ამ ქალბატონებს რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სწორედ მათი დამსახურებაა ის რომ ბაღდათი ერთ-ერთი სუფთა მუნიციპალიტეტია ჩვენს ქვეყანაში. დღეს ამ ქალბატონებს ყვავილები და საჩუქრები გადავეცით, ქედს ვიხრი მათი შრომის წინაშე”: -აცხადებს ბაღდათის მერი კახა ენუქიძე.